Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

35 წლის მამაკაცი პარნასის კლდეებში მოემწყვდა- მრავალსაათიანი ოპერაცია მის გადასარჩენად

35 წლის მამაკაცის გასეირნება შაბათს (28/10/23) ნაშუადღევს პარნასის რაიონში წარმოუდგენელ თავგადასავალში გადაიზარდა, რადგან მოულოდნელად ის მთის კლდოვან ნაწილში აღმოჩნდა, საიდანაც გასვლა ვეღარ შეძლო და კლდეებს შორის მოემწყვდა.

საბედნიეროდ, მის მობილური ტელეფონი სიგნალს იჭერდა და მან პირდაპირ შეატყობინა სახანძრო-სამსახურს მომხდარის შესახებ.

ოთხმა მთამსვლელმა სამაშველო ჯგუფიდან მოახერხეს თოკების ჩაშვება ხაფანგში მომწყვდეულთან მისაღწევად დაახლოებით საღამოს 8 საათზე, თუმცა იმ წერტილიდან ღამით მისი გაყვანის ოპერაციის დაწყება ძალიან საშიში იყო.

ამ მომენტიდან ღამის დაახლოებით 10 საათამდე მეხანძრეები ეძებდნენ კლდეებს შორის შესაფერის ბილიკებს უსაფრთხო ადგილზე მისასვლელად, მაგრამ ეს იყო უკიდურესად რთული და მიუვალი ნაწილი კლდეებს შორის, მინიმუმ 500 მეტრით დაშორებული ნერაიდოსპილიას ბილიკიდან.

საბოლოოდ, მაშველების გამოცდილებამ და სათანადო აღჭურვილობამ განაპირობა ის, რომ მათ იპოვეს გზა საცალფეხო ბილიკამდე, მაგრამ კვირა დილის 6 საათამდე კიდევ 8 საათი დასჭირდათ ფეხით, რათა მიეღწიათ იმ წერტილამდე, სადაც მანქანების მიახლოება შესაძლებელი იქნებოდა. სინამდვილეში, ეს კონკრეტული ადგილი მანქანით თითქმის ერთი საათის სავალზე იყო დაშორებული იქიდან, სადაც წინა დღეს დაიწყეს ოპერაცია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *