აშშ: 2 დაღუპული და 16 დაშავებული ფლორიდაში – ახალგაზრდები ჰელოუინს აღნიშნავდნენ და თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა
პოლიციის ცნობით, თავდასხმის შდეგად დაჭრილია 16 ადამიანი.
22 წლის სტივენ ფილიპსს ბრალი წაუყენეს განზრახ მკვლელობაში მას შემდეგ, რაც მან მოკლა 14 წლის და 20 წლისორი მოზარდი, დილით ადრე, ტამპას ისტორიულ Ybor City-ის უბანში, განაცხადა პოლიციამ.
X-ზე (ყოფილი Twitter) ატვირთული ვიდეოები ასახავს ქაოსს, როდესაც ასობით ადამიანი გარბოდა თავშესაფრისთვის სიბნელეში, ფონად კი იარაღის სროლის ხმა ისმოდა. ზოგიერთ ვიდეოში ნაჩვენებია პოლიციელები, რომლებიც ცდილობენ ტროტუარებზე დასისხლიანებული მოქალაქეების დახმარებას.
დაშავებულებიდან ბევრი, ძირითადად 18-დან 27 წლამდე ასაკის, უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან, სადაც მათ პირველადი დახმარება გაუწიეს.
ტამპას პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ მოქალაქეების მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია გადამწყვეტი იყო ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებასა და დაკავებაში.
გაურკვეველია, ეძებს თუ არა ხელისუფლება სხვა ეჭვმიტანილებს.
აშშ უკიდურესად მძიმე ფასს იხდის მოქალაქეებისთვის იარაღის თავისუფლად ტარების უფლების მინიჭების და ამერიკელებისთვის მათზე წვდომის სიმარტივის გამო. ქვეყანას აქვს იმაზე მეტი იარაღი (დაახლოებით 400 მილიონი), ვიდრე მაცხოვრებელია. ყოველი მესამე ზრდასრული ფლობს მინიმუმ ერთ იარაღს და თითქმის ყოველ მეორეს ოჯახში ერთზე მეტი იარაღი აქვს.
წყარო: ERT
