აჟიოტაჟი კვიპროსის პარლამენტის წევრის გარშემო 28 ოქტომბრის მილოცვასთან დაკავშირებით
სრულიად წარუმატებელი აღმოჩნდა კვიპროსის დემოკრატიული პარტიის წევრის ქრისტიანა ეროტოკრიტუს მცდელობა საზოგადებისთვის 28 ოქტომბრის ეროვნული დღესასწაული მიელოცა.

ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ X-ის (ყოფილი Twitter) მომხმარებლებმა ქალბატონ ეროტოკრიტუს მისამართით კრიტიკა არ დაიშურეს. აღნიშნულმა ფოტომ საერთო უკმაყოფილება გამოიწვია.
“ღვთის გულისათვის, რატომ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო, როდესაც შეიძლება უამრავი რეალური ფოტო მოიძებნოს Google-ში.”
“სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ნუთუ ვერ დაინახა როგორ გამოიყურება ბავშვი და თვით დროშა?”-წერენ კომენტარებში.
Facebook Comments Box
