Latest news
საბერძნეთი: 114 არალეგალმა ემიგრანტმა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ქვეყანა დატოვა საბერძეთის პოლიცია კიდევ ერთი ფინანსური თაღლითობის საქმეს იძიებს პოლიციელებსა და მედიკოსებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ამზადებენ ათენის მეტროს გვირაბები 26 წლის შემდეგ პირველად გაიწმინდება  დემოგრაფიული კრიზისი ევროსის რეგიონში სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში
ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის მუნიციპალიტეტს უსახლკარო ნარკოდამოკიდებულთა ერთადერთი თავშესაფრის დახურვაში ადანაშაულებენ

ათენის მუნიციპალიტეტს უსახლკარო ნარკოდამოკიდებულთა ერთადერთი თავშესაფრის დახურვაში ადანაშაულებენ

ათენის ყოფილი მერი, კოსტას ბაკოიანისი პოლიტიკური გაერთიანება „ათენი მაღლა“ (Αθήνα Ψηλά) აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტმა დახურა ქვეყნის ერთადერთი სპეციალიზებული თავშესაფარი, რომელიც უსახლკარო ნარკოდამოკიდებულ პირებს ემსახურებოდა.

კოსტას ბაკოიანის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალური ხელისუფლება მაისში ირწმუნებოდა, რომ დაწესებულება არ დაიხურებოდა და მხოლოდ განახლდებოდა, თუმცა ორი თვის შემდეგ თავშესაფრმა ფუნქციონირება სრულად შეწყვიტა.

თავშესაფარი 2020 წელს გაიხსნა და ბენეფიციარებს დროებით საცხოვრებელს, სამედიცინო დახმარებას, ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, კონსულტაციებსა და რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში დაბრუნების პროგრამებს სთავაზობდა.

ოპოზიციის შეფასებით, მისი დახურვა ათენში სოციალური დაცვის სისტემის კიდევ ერთ მნიშვნელოვან დანაკარგს წარმოადგენს. ისინი აღნიშნავენ, რომ ქალაქში უსახლკარო ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა იზრდება და მსგავსი სერვისების საჭიროება დღეს უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მსგავსი სოციალური სტრუქტურების გაუქმება პრობლემას ვერ აგვარებს, არამედ კიდევ უფრო ამწვავებს როგორც უსახლკარობის, ისე დამოკიდებულების საკითხს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *