Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

“ორად გაჭრილი ღაზა”- ისრაელის ტანკები მზად არიან ქალაქში შეჭრისთვის

ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ისრაელის არმია ბეიტ ჰანუნის რაიონის ურბანული ქსოვილის შიგნით იმყოფება, ახლო აღმოსავლეთში კი გეოპოლიტიკური ბალანსი მკვეთრად იცვლება.

Jerusalem Post-ის ცნობით, ისრაელის ტანკები განლაგებულია ქალაქ ღაზას ცენტრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, ბოლო 24 საათის განმავლობაში სახმელეთო ოპერაციების დროს მათ დაარტყეს ტერორისტების სამიზნეებს და ინფრასტრუქტურას, ესენია:

-ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.

-ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო პოზიციები.

-რაკეტების გამშვები პუნქტები.

-ტერორისტული გაერთიანებები მიწისქვეშა გვირაბებში.

ღაზას სექტორში მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულთა რიცხვი ყოველ საათში იზრდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ეს არის “ომის კანონიერი აქტი, ტრაგიკული შედეგებით.”

მისი თქმით, ” მოკავშირეებმა ბოლომდე იბრძოლეს, მიუხედავად ტრაგიკული შედეგებისა, რადგან მათ იცოდნენ, რომ ცივილიზაციის და მთელი კაცობრიობის მომავალი განიხილებოდა.”

ისრაელის არმია “მეთოდურად” მიიწევს ღაზას სექტორში, აცხადებს ნეთანიაჰუ, რომელიც გამორიცხავს ცეცხლის შეწყვეტას ჰამასის წინააღმდეგ ომში, რასაც ჰუმანიტარული ჯგუფები ითხოვენ პალესტინის ტერიტორიაზე კატასტროფული მდგომარეობიდან გამომდინარე.

ტონობით ჰუმანიტარული დახმარება გროვდება რაფაჰის სასაზღვრო უღელტეხილზე, რომელიც ეგვიპტეს ღაზასგან ჰყოფს და ელოდება ისრაელის შემოწმებას.

გაეროს უახლესი მონაცემებით გუშინ, ორშაბათს დილით 117 ჰუმანიტარული მანქანა ჩავიდა ღაზაში.

შეშფოთებას იწვევს საავადმყოფოების მდგომარეობაც, რადგან მათ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეფარა. პალესტინის წითელმა ნახევარმთვარემ დღეს ალ-კუდსის გარეუბანში საავადმყოფოზე განხორციელებულ ახალ დარტყმებზე ისაუბრა. დევნილი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამუშაო ჯგუფები პანიკაში არიან- ამბობს ის.

ისრაელი ჰამასს ადანაშაულებს იარაღის და მებრძოლების დასამალად საავადმყოფოების გამოყენებაში, რასაც ისლამისტური მოძრაობა უარყოფს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *