Latest news
კორინთიას მთიან რეგიონში მოთოვა პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი...
შაბათი, მაისი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

შეტაკებები ულტრამემარჯვენეებსა და ანტიავტორიტარებს შორის მონასტირაკის სადგურზე-დაკავებულია 60 ადამიანი

გუშინდელ დღეს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ყველაფერი “მონასტირაკის” სადგურიდან დაიწყო. იქ ისინი შეხვდნენ და დაიწყო კონფლიქტი ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და ანტიავტორიტარებს შორის. პოლიციის ჩარევა მყისიერი იყო. ექსტრემალური მემარჯვენეები ჯერ თავს დაესხნენ ემიგრანტებს, რომლებიც მათ წინ იმყოფებოდნენ, შემდეგ კი წინა ანტიფაშისტურ აქციაში მონაწილე ადამიანებს შეეჯახნენ.

ულტრამემარჯვენეები გადავიდნენ თისიოში, სადაც ინციდენტები გაგრძელდა. საერთო ჯამში, სხვადასხვა დანაშაულისთვის პოლიციამ სულ 60 ადამიანი დაკავა, ასევე დეპორტირებული იქნა 21 იტალიელი ულტრამემარჯვენე აქტივისტი, რომლებიც თვითმფრინავით ჩამოვიდნენ საბერძნეთში შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად.

უფრო დეტალურად, საბერძნეთის პოლიციის შტაბი აკეთებს განმარტებებს ათენის რაიონებში გუშინ საღამოს, 1 ნოემბერს გამართულ შეკრებებსა და კონტრშეკრებებთან დაკავშირებით:

▪ მიუხედავად ატიკის პოლიციის გენერალური დირექტორატის მიერ საჯარო ღია ცის ქვეშ შეკრებების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებისა, გუშინ დღის მეორე ნახევარში ნეა იონიაში სიმირიოტის მოედანზე 500 კაციანი შეკრება გაიმართა, პევკაკიაში 300 კაციანი, ხოლო ნეო ირაკლიოში 800-მა ადამიანმა მოიყარა თავი.

▪ საბერძნეთის პოლიციის მხრიდან, ფართომასშტაბიანი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის გამო, პრევენციული ღონისძიებები გატარდა სხვადასხვა სამსახურების პოლიციელთა გაძლიერებული ჯგუფების მონაწილეობით.

▪ იმ ადგილას, სადაც ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა, არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, ხოლო ვიქტორიას მოედანზე და მონასტირაკზე სულ ორი იზოლირებული შემთხვევა მოხდა.

▪ ვიქტორიას მოედანზე შეკრებიდან წამოსული ხალხი თავს დაესხა DIAS-ის ჯგუფის პოლიციელებს ყუთებით, ქვებითა და ცეცხლმაქრით, რის შედეგადაც პოლიციის თანამშრომლებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, დაზიანდა ორი სამსახურებრივი მანქანაც.

▪ მონასტირაკზე ტრენოს ხაზებზე მყოფ ადამიანებს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა პოლიციის დროული რეაგირებით ინციდენტი შეჩერდა.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *