Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თვითმკვლელობა ვულაში: ბერძენ-სირიელმა გემთმფლობელმა თავი მოიკლა

დღეს ნაშუადღევს, 63 წლის ბერძენ-სირიელი გემთმფლობელი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში ვულაში, ვასილეოს გეორგიუს ქუჩაზე. პოლიციის მიერ უკვე საბოლოოდ დადასტურებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.

63 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის სარდაფში სროლის შედეგად გარდაცვლილი იპოვა მისმა დაცვამ. პოლიციის  ინფორმაციით, მან თვითმკვლელობამდე მეუღლეს გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც სურდა ეცნობებინა თუ რას აპირებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შეტყობინებაში სავარაუდოდ მამაკაცი შემდეგს წერდა: „მაპატიე, რასაც ვაპირებ“. შემდეგ კი მიბჯენით სროლით თავი მოიკლა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *