Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვოლოსი: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი თვის ბავშვი მძიმედ დაშავდა

შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვოლოსში იასონოს ქუჩაზე შაბათს ღამით, როდესაც დიდი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლეტი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, ფეხით მოსიარულეს შეეჯახა.

გამვლელი თვითმხილველების თქმით,  შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც ბაბუა სამი თვის შვილიშვილით ხელში ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადასვლას ცდილობდა. ბავშვი ქუჩაზე დაცემის დროს მძიმედ დაშავდა, ხოლო მოტოციკლეტი  მძღოლთან ერთად ამოტრიალდა.

იქვე მყოფმა ბებიამ ჩვილი მაშინვე აიტაცა ხელში და ტაქსიში ჩაჯდა. ტაქსის მძღოლმა შეატყობინა სასწრაფო დახმარებას დაშავებულების (მათ შორის მანქანის მძღოლისა და ჩვილის ბაბუის) ასაყვანად.

სასწრაფო დახმარების დეპარტამენტის დირექტორმა ბ-ნმა კარამეტოსმა სასწრაფოდ მოახდინა ნეიროქირურგების, ქირურგების, ანესთეზიოლოგებისა და პედიატრების მობილიზება. საავადმყოფოში მივიდნენ ბავშვის მშობლებიც.

ჩვილი რენიმაციაში გადაიყვანეს და 1,5 საათის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ბავშვი გადარჩა.

მოტოციკლეტის მძღოლი დააკავეს და ვოლოსის საავადმყოფოში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გაუწიეს პირველადი დახმარება. მას ჩაუტარდა სუნთქვითი და სხვა სახის  ტესტები, რათა დაედგინათ, გამოიყენა თუ არა ნარკოტიკი, რაც არ დადასტურდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *