თაღლითმა მოხუცს მოტყუებით ელექტრიკოსად წარუდგინა თავი და გაძარცვა
ძარცვის უჩვეულო შემთხვევა მოხდა ლარისაში. პარასკევს საღამოს მძარცველი 80 წლის მოხუცის ბინაში მივიდა როგორც ელექტრიკოსი მიზეზით, თითქოსდა ელექტროენერგიის მრიცხველი მწყობრიდან იყო გამოსული, ბევრს წერდა და შესაკეთებლად გაგზავნეს.
მოხუცმა ის უპრობლემოდ შეუშვა სახლში, ცოტა ხნის შემდეგ კი მან ქალს უთხრა, რომ არსებობდა საშიშროება მრიცხველის აფეთქების და ხანძრის გაჩენის და შეშინებული მოხუცი აიძულა სახლში არსებული ძვირფასი ნივთები და ფული საწოლზე მოეგროვებინა და ზემოდან საბანი გადაეფარებინა, რომ აფეთქებას არ დაეზიანებინა.
ამგვარად თვითონ მოხუცის ხელით ერთ ადგილას მოგროვილი აღმოჩნდა 50 000 ევრო ნაღდი ფული, 20 ოქროს მონეტა და დიდი ოდენობით ძვირფასი სამკაულები.
ამის შემდეგ “ტექნიკოსმა” სთხოვა მოხუცს სამზარეულოში გასვლა და ელექტრო ღუმელის ჩართვა შესამოწმებლად, მუშაობდა თუ არა და როგორც კი ქალი მეორე ოთახში გავიდა, მოაგროვა “განძი” და ბინიდან უკვალოდ გაუჩინარდა. თაღლითობის შესახებ მოხუცმა მაშინვე შეატყობინა ლარისას პოლიციას განყოფილებას, რომელიც დამნაშავის იდენტიფიცებას ცდილობს.
