Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: 35 წლის ბოშა თავისი პარტნიორის 13 წლის ქალიშვილზე დაინიშნა

35 წლის ბოშას, რომელსაც მისი პარტნიორის 13 წლის ქალიშვილთან ჰქონდა ურთიერთობა და მასზე დაინიშნა კიდეც, თესალონიკის შერეულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 35 წლის მამაკაცს ჰქონდა რომანი არასრულწლოვნის დედასთან და 2021 წლიდან ყველა ერთად ცხოვრობდა ერთ სახლში, პარტნიორის დანარჩენ ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. იმ პერიოდიდან მოყოლებული, 35 წლის ბოშას  არასრულწლოვანთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა, პარალელურად კი მის დედასთან რომანტიკულ ურთიერთობას აგრძელებდა.

ფაქტი ერთი წლის შემდეგ, 2022 წელს, მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ანონიმურმა საჩივარმა მიაღწია დაცვის სტრუქტურებამდე და დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა.

სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში 13 წლის მოზარდის დედა ამტკიცებდა, რომ ბრალდებული მის ქალიშვილზე იყო დანიშნული და ცდილობდა დაერწმუნებინა სასამართლო, რომ მას არასოდეს ჰქონია რომანი აღნიშნულ მამაკაცთან.

„ჩვენ 2020 წელს შევხვდით და მეგობრები ვიყავით სამეზობლოდან. 2021 წლიდან ყველა ერთად ვცხოვრობთ, მე და ჩემი სამი არასრულწლოვანი შვილი. ჩვენ არ ვიყავით ურთიერთობაში, მე არ ვიყავი მისი პარტნიორი. ის დაინიშნა ჩემს ქალიშვილზე, რომელიც 13 წლის იყო. ორივე თანახმა იყო ამ ურთიერთობის. ჩემი ქალიშვილი დაინიშნა და უკვე დაშორდა. ჩვენ ბოშები ვართ, ასე ვცხოვრობთ, ახალგაზრდები ვქორწინდებით და კაცის ასაკს არ აქვს მნიშვნელობა.” – ამბობს არასრულწლოვანის დედა.

13 წლის მოზარდმა პოლიციაში თქვა, რომ თავიდან 35 წლის მამაკაცს „მამას“ ეძახდა, მოგვიანებით კი მასთან ჰქონდა ურთიერთობა. როგორც მოზარდი ამბობს დედამ თავიდან არ იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ, მხოლოდ მათი დაშორების შემდეგ გაიგო.

თავის ჩვენებაში 35 წლის მამაკაცმა აღიარა ქმედება და ბოდიში მოიხადა. „ ძალიან დიდი ცოდვა ჩავიდინე არასრულწლოვანთან ყოფნით. არ ვიცოდი, რომ ეს ცუდი იყო, ჩვენს ქვეყანაში უმეტესობა ახალგაზრდა ქორწინდება “, – თქვა მან.

მისი ბრალეულობა არასრულწლოვანთან ურთიერთობაში დაადასტურა ოლქის პროკურორმაც, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრალდებულმა ისარგებლა ამ კავშირით და დაამყარა სექსუალური და რომანტიული  ურთიერთობა არასრულწლოვანთან, მისი დედისგან მალულად და მათი ურთიერთობის  პარალელურად, რაც თვით ბოშების წესჩვეულებითაც კი მიუღებელია და დანაშაულად ითვლება.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *