Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

კალიფორნია იყენებს ინდიელების პრაქტიკას და ებრძვის ცეცხლს.. ცეცხლით

კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოს მახლობლად, სანტა კრუზის ოლქის პერიფერიულ ტყეში ჩირაღდნებით შეიარაღებულმა ათეულობით მოხალისემ ცეცხლი წაუკიდა გვიმრის ბუჩქებს, მშრალ ტოტებს და ფოთლებს.

ეს იყო კონტროლირებადი ხანძარი, რომლის მიზანია ეკოსისტემის გაწმენდა, რათა ის უფრო მდგრადი იყოს ხანძრების მიმართ. კალიფორნიის შტატი მსგავს პროფილაქტიკურ ღონისძიებას სულ უფრო ხშირად მიმართავს. მათი მიზანია შეამცირონ ტყის ხანძრების ინტენსივობა, რომელთა გამოც ბოლო ათწლეულში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და თანდათან ინტენსიურ ხასიათს იძენს კლიმატის ცვლილების გამო.

“ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გზა ცეცხლია. მცენარეულობა საბოლოოდ მაინც დაიწვება. ამიტომ გვინდა მისი დაწვა არც თუ ისე ექსტრემალური გზით, რათა თავიდან ავიცილოთ ხანძრის სახლებზე გავრცელება და ადამიანური ტრაგედიები.”-ამბობენ ადგილობრივები.

გვალვის მსხვერპლმა კალიფორნიამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში განიცადა უპრეცედენტო ინტენსივობისა და უზარმაზარი მასშტაბის ხანძრები, რის შემდეგაც კალიფორნიამ გააცნობიერა, რომ მისი ტყის ხანძრის მართვის პოლიტიკა, რომელიც შემუშავებული იყო ხანძრის ნებისმიერ ფასად შეჩერებაზე, არაეფექტური აღმოჩნდა. რისკის შესამცირებლად კალიფორნიამ ხელახლა აღმოაჩინა კონტროლირებადი ხანძრის პრაქტიკა, რომელსაც ამერიკელი ინდიელები იყენებდნენ თავიანთ მიწებზე და აკრძალული იყო 1850 წლიდან. 2025 წლისთვის კალიფორნიის შტატი გეგმავს წელიწადში 16 000 კვადრატული კილომეტრის დაწვას.

ამ კონტექსტში, ბოლო წლების განმავლობაში, 20-მდე სააგენტო შეიქმნა კალიფორნიაში. გარდა სახანძრო და სატყეო სამსახურის მოქმედებისა, ეს ასოციაციები კერძო პირებს ასწავლიან მსგავსი ოპერაციების ორგანიზებას და განხორციელებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *