Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

უჩვეულო სანახაობა პირეაზე: პატარძალი ეკლესიაში ტროლეიბუსით მივიდა

პირეაზე საკმაოდ ორიგინალური საქორწინო ცერემონია გაიმართა. კერძოდ, პატარძალმა ეკლესიაში მისასვლელად უჩვეულო გზა აირჩია.

გავრცელებული ცნობით, პატარძალი მამის თანხლებით პირეაზე, კამინიაში, აგიოს ელეფთერიოს სახელობის ეკლესიაში, არა ძვირადღირებული მანქანით, არამედ ტროლეიბუსით მივიდა!

ეს არის ერთადერთი საჯარო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადის აგიოს ელეფთერიოს ქუჩაზე და პირეას აღნიშნული უბნის დამახასიათებელ დეტალს წარმოადგენს.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, რადგან  როცა პატარძალი ტროლეიბუსიდან ჩამოვიდა, საქორწინო ცერემონიის ამ საკმაოდ ორიგინალური და გამორჩეული ნაწილის  აღსაბეჭდად მას გარშემო ცნობისმოყვარე ფოტოგრაფების და რეპორტიორების ჯგუფი დახვდა!

ვიდეო:

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *