Latest news
როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა
შაბათი, აგვისტო 22, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ისრაელმა ღაზაში საავადმყოფოს ალყა შემოარტყა-ათასობით ადამიანი ხაფანგშია

ღაზას უმსხვილესი საავადმყოფოს გარშემო, რომელსაც როგორც ჩანს, ათასობით პალესტინელმა შეაფარა თავი, ისრაელის ტანკები არიან განლაგებული. ისრაელის სამხედროების მტკიცებით, საავადმყოფოს შენობა ჰამასის სტრატეგიული სამალავია ღაზაში.

შეტაკებები საავადმყოფოს ირგვლივ ჰამასის მებრძოლებსა და ისრაელის არმიას შორის რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, რომელიც პალესტინის ისლამისტურ მოძრაობას საავადმყოფოს ქვეშ გვირაბების ქსელში ინფრასტრუქტურის დამონტაჟებასა და ავადმყოფებისა და დევნილების ცოცხალ საფარად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ კოორდინაციას უწევენ ღაზას სექტორში ინკუბატორების გადატანას, რათა შესაძლებელი გახდეს ახალშობილთა გაყვანა პალესტინის ანკლავის უდიდესი საავადმყოფოდან.

”ჩვენ არ გვაქვს დენი, წყალი და საკვები საავადმყოფოში, ადამიანები დაიღუპებიან უახლოეს რამდენიმე საათში ხელოვნური სუნთქვის დამხმარე აპარატების მუშაობის გარეშე,” – აცხადებენ ექიმები. ჰამასის მთავრობის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, იუსეფ აბუ რისმა ორშაბათს განაცხადა, რომ შვიდი ბავშვი, რომლებიც ნაადრევად დაიბადნენ და 27 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა შაბათიდან საავადმყოფოში ელექტროენერგიის გათიშვის გამო.

ისრაელი დაუნდობლად ურტყამს ღაზას სექტორს 7 ოქტომბერს ჰამასის ბოევიკების მიერ მის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ და 27 ოქტომბრიდან ახორციელებს სახმელეთო ოპერაციას, რომლის მიზანი იყო პალესტინის ისლამისტური მოძრაობის განადგურება, რომელიც მართავს ღაზას სექტორს.

ისრაელის მხრიდან, ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 1200 ადამიანი დაიღუპა თავდასხმის პირველივე დღეს და მათი დიდი უმრავლესოდა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 11,240 ადამიანი, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 4,630 ბავშვი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *