Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

კოლუმბიის სანაპიროზე ახალგაზრდა ქალი ელვის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ინტერნეტში ვრცელდება  კოლუმბიის სანაპიროზე ელვის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების  შემზარავი კადრები.

ელვის დარტყმამ ქალის მყისიერი სიკვდილი გამოიწვია. ტრაგიკული შემთხვევა  კარტახენაში, ბოკილას სანაპიროზე მოხდა. თვითმხილველმა შემთხვევით დააფიქსირა თუ როგორ ეცემა ძირს 34 წლის ქალი წამის მეასედში მიწაზე, როდესაც მას სანაპიროზე სეირნობისას მოულოდნელად  ელვა დაარტყავს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ელვის დარტყმის ალბათობა მილიონში ერთია, თუმცა ამ დროს მსხვერპლთა თითქმის 90% გადარჩება.

თუმცა კოლუმბიაში ამინდის პირობების გამო ელვისებური სიკვდილის შემთხვევები ბევრია. სანტანდერის ინდუსტრიული უნივერსიტეტის განცხადების თანახმად, ქვეყანაში მთების და ღია დაბლობების დიდი რაოდენობა რეგიონს ელექტრული ნაკადებისადმი მიდრეკილს ხდის. კოლუმბია არის რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი ელვისებური აქტივობაა მსოფლიოში, რაც ზრდის ამ ფენომენის გამო დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობას, განსაკუთრებით სოფლად.

ვიდეო:

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *