Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება

დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება

საბერძნეთში დეკემბრიდან ჯანდაცვის სფეროში ახალი ციფრული სერვისი ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ციფრული ასისტენტი თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება MyHealth-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, მოგვიანებით კი მოქალაქეები მის გამოყენებას ახალი საინფორმაციო პორტალის 1566-ის მეშვეობითაც შეძლებენ.

ახალი სერვისი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, სწრაფად მიიღონ ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის ისტორიისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ.

კერძოდ, ციფრული ასისტენტის საშუალებით შესაძლებელი იქნება:

  • ელექტრონული რეცეპტებისა და დანიშნული მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მიღება;
  • დაგეგმილი სამედიცინო ვიზიტებისა და ექიმთან ჩაწერილი შეხვედრების გადამოწმება;
  • პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევების შესახებ ინფორმაციის ნახვა;
  • ჩატარებული და დაგეგმილი ვაქცინაციების შესახებ ინფორმაციის მიღება.

აღნიშნული მონაცემები უკვე თავმოყრილია MyHealth-ის აპლიკაციაში, სადაც მოქალაქეებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ საჭირო ინფორმაცია მობილურ ტელეფონში აქვთ ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ ამ გზით კიდევ უფრო გაუმარტივდება მოსახლეობას სამედიცინო ინფორმაციის მოძიება და მოქალაქეებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებზე სწრაფი წვდომა ექნებათ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *