Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ექსარხია: გაუპატიურების სამი მცდელობა ბოლო 24 საათის განმავლობაში – მსხვერპლთა შორის არასრულწლოვანია

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში სამი საჩივარი შევიდა ექსარხიაზე თავდასხმისა და გაუპატიურების მცდელობის შესახებ.

პირველი ინციდენტი, რომელშიც 13 წლის გოგონა მონაწილეობდა, გასულ შაბათს, შუადღისას მოხდა, როდესაც უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა მას და მისი შეურაცხყოფა სცადა. როგორც მოზარდი ამბობს, მან ყვირილი დაიწყო და მოძალადე გაიქცა.

მეორე ინციდენტი ორშაბათს, დილით მოხდა. 29 წლის მსხვერპლის განცხადებით, უცნობი მამაკაცი ბენაკისა და ნიკიტარას ქუჩების კვეთაზე დაესხა თავს და მისი გაუპატიურება სცადა.

მომხდარიდან სულ რაღაც 10 წუთის შემდეგ 27 წლის ქალმა განაცხადა, რომ ამჯერად ზოოდოხუ პიგზე მასაც თავს დაესხნენ მსგავსი გზით, მაგრამ მან წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა მოახერხა.

მსხვერპლთა აღწერილობით თავდამსხმელი საშუალო სიმაღლის, თეთრკანიანი, ქერა, ცისფერთვალება მამაკაცია, რომელიც დამტვრეული ინგლისურით საუბრობს.

პოლიცია ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების კამერებიდან ეძებს მასალას, რომელთაც შესაძლოა დააფიქსირეს მოძალადის მახასიათებლები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *