თესალონიკი- მამაკაცს ცხვრის შეწვისას ცეცხლი გაუჩნდა
თესალონიკში 42 წლის მამაკაცი კინაღამ დაიწვა, როცა ცხვარს შამფურზე წვავდა და ცეცხლს გასაძლიერებლად სპირტი დაასხა, რის შედეგადაც აალებული ცეცხლი მასზე გადავიდა.
შემთხვევა ევოსმოსში, აღდგომის კვირას მოხდა.
სასწრაფო დახმარების მანქანამ იგი პაპანიკოლაუს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მეხუთე დღეა დამწვრობის კლინიკაში მკურნალობს.
მამაკაცს სხეულზე სერიოზული დამწვრობა აქვს მიღებული,თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მიიჩნევენ.
Facebook Comments Box
