28 თებერვალს ათენში დიდი გაფიცვაა დაგეგმილი
28 თებერვალს ათენში გაფიცვაა დაგეგმილი
ADEDY-ის მასშტაბური გაფიცვა: როგორ იმოძრავებენ ავტობუსები, მეტრო და ელექტრომატარებლები 28 თებერვალს.
ოთხშაბათს, 28 თებერვალს ტაქსები 48-საათიან გაფიცვას გეგმავენ. ასევე გაიფიცებიან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებიც.
აღნიშნულ დღეს გადაადგილება გართულდება ADEDY-ის 24-საათიანი გაფიცვის გამოც.

ამავდროულად, 24-საათიან გაფიცვას განახორციელებენ რკინიგზის მუშაკები, მათ შორის: ათენისა და თესალონიკის საგარეუბნო რკინიგზა; მუშათა პროფკავშირების გადაწყვეტილებით – სრულიად ქვეყნის რკინიგზის ფედერაცია და OSE – ს მუშაკები; TRAINOSE მუშათა პროფკავშირი; ხოლო იმუშავებენ თუ არა მეტროს 1, 2 და 3 ხაზები, ეს დღეს, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ADEDY-ის 24-საათიან გაფიცვასთან დაკავშირებით: ავტობუსები შეწყვეტენ მუშაობას ცვლის დაწყებიდან დილის 9:00 საათამდე, ხოლო 21:00 საათიდან -მორიგეობის დასრულებამდე.
OASA-ს მუშაკთა კავშირის გადაწყვეტილებით, ავტობუსების მოძრაობა დილის 10:00 საათიდან და უფრო გვიან განახლდება, ხოლო ბოლო მარშრუტს ისინი, საღამოს, არაუგვიანეს 20:00 საათზე განახორციელებენ.
ტაქსის მძროლები 48-საათიან გაფიცვას გეგმავენ: სამშაბათს – 27 და ოთხშაბათს – 28 თებერვალს.
ავიამეთვალყურეებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება 24-საათიანი გაფიცვის შესახებ ოთხშაბათს, 28 თებერვალს, რაც ნიშნავს, რომ ყველა დაგეგმილი რეისი გაუქმდება.