Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
კვირა, აპრილი 26, 2026
შოუბიზნესისაბერძნეთი

დიდი ცვლილებები ბერძნულ ტელევიზიაში

დიდი ცვლილებები ბერძნულ ტელევიზიაში

ბერძნულ ტელევიზიაში მოვიდა დრო ჟურნალისტების, სცენარების და როლების შეცვლის.

ტელევარსკვლავები ფეი სკორდა, ნიკოს მუტსინასი და ელენი მენიღაკი ახალი თავგადასავლებისთვის ემზადებიან.

რა სახის ცვლილებები მოხდება  Mega და ΣΚΑΪ-ზე?

კონტრაქტების უმეტესობას ზაფხულში გასდის ვადა. თუმცა როცა პირველი რიგის წამყვანებზე ვსაუბრობთ, დასასრულის მოახლოვება გაცილებით ადრე იგრძნობა შიდა სამზარეულოში, იწყება მოლაპარაკებები, რათა ან განაახლონ კონტრაქტები და არ გადავიდნენ სხვა არხზე, ან უთხრან ერთმანეთს თბილი „მადლობა თანამშრომლობისთვის“ და “წარმატებები”.

ბერძნულ არხებზე გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ შემდეგი სეზონი მოიტანს ცვლილებებს, შოკისმომგვრელს და გასაოცარს არა, მაგრამ აუცილებლად შესამჩნევს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ტელევიზიის ერთგული მაყურებელია.

ნაკლები ცვლილებები გველოდება Alpha-ზე, რადგან სტამატინა ციმცილისი, კატერინა კენურიუსი და ნატალია გერმანუ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მომავალ სეზონში მონაწილეობის მიღებას. ცნობილია, რომ ნიკოს მუცინასი მოლაპარაკებებს აწარმოებს Alpha-სთან, საიდანაც მიიღო წინადადება ჟიურის წევრობაზე. პრობლემა იმაშია, რომ მან ΑΝΤ1-განაც მიიღო მსგავსი შემოთავაზება ამიტომ ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოპულარული წამყვანი. თუ ვინ წარადგენს თამაშ “Deal“-ს ამ დრომდე გაურკვეველია, თუმცა სათანადო კანდიდატის შერჩევის გარეშე თამაში ეთერში საერთოდ არ გავა. ცნობილია რომ გიორგო ლიანოსთან მოლაპარაკებები ჩაიშალა რადგან  ეკონომიკურ ნაწილზე ვერ შეთანხმდნენ.

სიმშვიდეა ΑΝΤ1-ზეც. სადაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ არხი გააგრხელებს თანამშრომლობას გრიგორის არნაუტოღლუსთან. ცნობილია რომ ღიორღო ლიაგასისა და მარია ანასტასოპულუს ოფიციალური განცხადებაც არ დააყოვნებს.

ბევრი კითხვის ნიშანი აქვს  Mega-ს, რადგან იწელება მოლაპარაკებები ელენი მენეღაკთან, ელეონორა მელეტისთან, კოსტას ცუროსთან და დანაი ბარკასთან. გამომდინარე აქედან უცნობია გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას ტელეარხთან, ან რომელ გადაცემებს წაიყვანენ მომავალში. მაგრამ რათქმაუნდა მალე ნათელი გახდება მოლაპარაკებების შედეგები. ცნობილია რომ სისუ ხრისტიდუ და მარია ბეკატორუ განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, ხოლო თეოხარი იოანიდის კი ვეღარ ვიხილავთ  Mega-ს ტელეეკრანებზე.

ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ  Star-ზე. მაყურებლების საყვარელი “მასტერ შეფი”-ს სამეული უცვლელი რჩება და ჩვეულ დროს გაარძელებენ მუშაობას.

და ბოლოს ΣΚΑΪ-ზე ყველაფერი იცვლება. ფეი სკორდასი და მარია ბაკოდიმუ არხთან თანამშრომლობას ზაფხულში ასრულებენ, ხოლო ხრისტოს ფერენტინოსს და მარკოს სეფერლისს კიდევ ერთი სეზონი ვიხილავთ ტელეეკრანებზე. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება ღიორღოს ავთიასის შემცვლელი. გავრცელებული ინფორმაციით კი ავთიასისი ევროპარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი იქნება. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *