Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ქეით მიდლტონი საზოგადოების თვალთახედვის არეში ისევ გამოჩნდა პრინც უილიამთან ერთად

ქეით მიდლტონი საზოგადოების თვალთახედვის არეში ისევ გამოჩნდა პრინც უილიამთან ერთად

მაშინ როცა სასახლე ცდილობს უკან მოიტოვოს ქეით მიდლტონთან დაკავშირებით აგორებული ჭორები, უელსის პრინცესა სეირნობით ტკბება ვინდსორის ბაზარში, პრინც უილიამთან ერთად.

Sun და Daily Mail აღნიშნავენ, რომ ეს სასოფლო-სამეურნეო სუპერ-მარკეტი, რომელიც მათი ადელაიდის აგარაკიდან დაახლოებით ერთი მილის დაშორებით მდებარეობს, პრინცესას ერთ-ერთი საყვარელი ადგილია მთელს ვინდსორში. “პრინცესა საკმაოდ ბედნიერი, მშვიდი და ჯანმთელი ჩანდა” აღნიშნავენ სუპერ-მარკეტის თანამშრომლები. 

ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელმაც წყვილი სეირნობისას დაინახა, Sun-ს განუცხადა: „უამრავი ჭორის შემდეგ რაც პრინც უილიამზე და პრინცესა ქეით მიდლტონზე აგორდა, გამიკვირდა მათი ერთად დანახვა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მათთან ერთად არ იყვნენ, რადგან ქეითმა უილიამთან ერთად საყიდლებზე გამოსვლა შეძლო ნიშნავს, რომ თავს კარგად გრძნობს”.

სეირნობისას წყვილს, წყვილისვე თხოვნით, ფოტოები არ გადაუღეს. მათ ჟურნალისტებს პირადი სივრცის პატივისცემა სთხოვეს. თუმცა პრინცესას საჯაროდ ხილვა ოპერაციის შემდეგ ხალხის ერთ ნაწილს კარგ ნიშნად ეჩვენა და იმედი მიეცა, რომ ის ნელ-ნელა დაუბრუნდება თავის ძველ ყოველდღიურობას.

თუმცა არსებობს საზოგადოების ერთი დიდი ნაწილი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ქეით მიდლტონის გამოჩენას, ამ უეცარ გამოჩენას კი სასახლის კიდევ ერთ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს. ისინი თვლიან რომ სეირნობისას დაფიქსირებული ადამიანი პრინც უილიამთან ერთად საერთოდაც არ იყო პრინცესა და ხალხმა უბრალოდ მისი დუბლიორი იხილა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *