Latest news
კრეტაზე მოსწავლემ დაკარგული საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა დემოგრაფიული კრიზისი – ეროვნული მნიშვნელობის საკითხი როდოსის მოსახლეობამ ადგილობრივ საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო აპარატურა დაუფინანსა ზამბუნის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს  ევროპული პროკურატურა 87 მილიონი ევროს თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს საბერძნეთი: კვირას ძლიერი შტორმი ათენშიც არის მოსალოდნელი ყალბი ქვითრების თაღლითური სქემა – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 12,6 მილიონ ევროზე მეტია ვინ არის პირი, რომელსაც ვანგელის ზამბუნის მკვლელობაში ედება ბრალი ნოემბრის ბოლოს სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი საბერძნეთი: 114 არალეგალმა ემიგრანტმა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ქვეყანა დატოვა
კვირა, ნოემბერი 29, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ხალკიდაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს

ხალკიდაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს

ხალკიდაში მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილე მძარცველების ვინაობა, დაუყოვნებლივ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მალევე დადგინდა. იძებნება ერთი მამაკაცი და ქალი, რომელიც აღნიშნულ მამაკაცს გაქცევაში დაეხმარა. 

მძარცველი ბენზინგასამართ სადგურზე თავზე მოტოციკლეტის ჩაფხუტით შევიდა და თანამშრომელს დანის მუქარით მოუწოდა, რომ არ განძრეულიყო. დამნაშავემ მოლარეს წაართვა თანხა, რომელიც სალაროში ჰქონდა, გაიქცა და ადგილიდან მიიმალა მოტოციკლეტით, რომელიც მას ბენზინგასამართ სადგურთან ელოდებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მოტოციკლეტს ქალი მართავდა. 

აღნიშნული მოტოციკლი რამდენიმე საათის შემდეგ ხალკიდას რაიონში მიტოვებული იპოვეს. აღოჩნდა, რომ მოტოციკლეტიც მოპარული იყო და საჭირო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ პოლიციამ ის თავის პატრონს დაუბრუნა. 

პარასკევს ღამით პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც მოტოციკლს მართავდა, თუმცა მძარცველი, რომელმაც თანხა გაიტაცა, ისევ ძებნაშია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *