მიტილინი: გაათავისუფლეს ქალბატონი რომელმაც მეუღლეს ბენზინი გადაასხა
მიტილინი: გაათავისუფლეს ქალბატონი რომელმაც მეუღლეს ბენზინი გადაასხა
გაათავისუფლეს ქალბატონი, რომელმაც მეუღლეს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
26 მარტს, ხიოსის სასამართლომ დაასრულა ოჯახური დრამა, რომელიც მიტილინის ერთ-ერთ ცნობილ ტავერნაში დაიწყო, როცა მორიგი ჩხუბის შემდეგ გამწარებულმა ქალმა მის მეუღლეს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებულმა სხეულზე სიცოცხლისთვის საშიში მძიმე დამწვრობები მიიღო.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მკვლელობის მცდელობის მუხლი შეეცვალა სხეულის მძიმე დაზიანების მუხლით დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შემამსუბუქებელი გარემოებების საფუძველზე. შესაბამისად ბრალდებულს მიესაჯა 5 წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა. თუმცა გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების შემდეგ ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.
სასამართლო პროცესზე დაზარალებული, რომელსაც დღემდე ეტყობა სხეულზე დამწვრობისგან დარჩენილი შრამები და აქვს გადაადგილების პრობლემა, თავის მეუღლეს მხარს უჭერდა. თვითონ ბრალდებულმაც განაცხადა, რომ იყო ალკოდამოკიდებული მათ ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ცნობილია, რომ ცოლ-ქმარს სამიდან ორი შვილი დაეღუპა.
ოჯახი აცხადებს, რომ მათი გამაერთიანებელი რგოლი იყო მათი ერთადერთი ვაჟი. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მამა, დედა და შვილი ერთმანეთს გადაეხვივნენ და განაცხადეს, რომ ეს იყო თანაცხოვრების ახალი დასაწყისი.
ცნობილმა კრიმინოლოგმა, ალექსის კუღიასმა, რომელიც ბრალდებულის ადვოკატი იყო, სიამაყით განაცხადა, რომ განსაკუთრებით კმაყოფილია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, რადგან ოჯახს მიეცა შესაძლებლობა ცხოვრება თავიდან დაეწყოთ და იქვე დასძინა, რომ ოჯახი ისევ გახსნის ტავერნას ერთ თვეში მიტილინში.