Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ტრაგედია კორფუში: მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ორსულმა საჰაერო ტრანსპორტის არარსებობის გამო ბავშვი დაკარგა

კორფუზე  სამედიცინო პერსონალის დიდი ძალისხმევის მიუხედავად ორსულმა ჩვილი დაკარგა, რადგან საჰაერო ტრანსპორტის არარსებობის გამო მისი ათენში გადაყვანა ვერ მოხერხდა.

ქალს აღენიშნებოდა უკონტროლო სისხლდენა, რომლის ლოკალური მკურნალობაც შეუძლებელი იყო.

საბოლოოდ მამარობითი სქესის ახალშობილი დაიბადა უკიდურესად ნაადრევად, დაბალი წონით და მძიმე კლინიკური მდგომარეობით, ხოლო  მოგვიანებით ექიმების მიერ მისი გადარჩენისთვის ზეადამიანური  ბრძოლის  მიუხედავად,  გარდაიცვალა.

ექიმები და ექთნები მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ დედის და ბავშვის გადარჩენას, მოითხოვეს მშობიარეს გადაყვანა ათენში, ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში, სადაც უპასუხეს, რომ საჰაერო საშუალებები არ იყო ხელმისაწვდომი.

ექიმები იძულებული გახდნენ 28 წლის მშობიარესთვის ადგილზე გაეკეთებინათ  საკეისრო კვეთა, მაგრამ ბავშვის გადარჩენა  მაინც ვერ შეძლეს.

დედის  მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და ამჟამად იმყოფება ექიმების და საავადმყოფოს ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *