“არ მინანია არასდროს რომ შვილი არ მყავს”
“არ მინანია არასდროს რომ შვილი არ მყავს” – აცხადებს მაკის დელაპორტასი
მაკის დელაპორტასმა ბოლო დროს მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რისი გაკეთება ვერ მოასწრო პირად ცხოვრებაში კარიერის გამო და რატომ არ შექნბა არასდროს ოჯახი.
“ძალიან დიდი პირადი ცხოვრების ნაწილი მაქვს შეწირული კარიერული წინსვლისთვის. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. შესაბამისად არ მწყდება გული არაფერზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დიდი სიყვარული იყო ჩემს ცხოვრებაში არ ვთვლი საჭიროდ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება საჯაროდ გამოვიტანო და ვთვლი, რომ არც საზოგადოებას სურს ჩემი ცხოვრების ჭუჭრუტანაში შემოძვრომა და ნახვა, თუ რა ხდება ჩემს ყოველდღიურობაში”.
ჟურნალ-გაზეთ “On Time”-თან საუბრისას მსახიობმა ასევე განაცხადა: “არასდროს მიფიქრია შვილის ყოლაზე და არც არასდროს მინანია ეს არჩევანი. ვთვლი, რომ ყველა ადამიანი არ არის შექმნილი ოჯახისა და ბავშვებისთვის. მე არ ვარ შექმნილი ასეთი ცხოვრებისთვის და შესაბამისად არ მინანია არასდროს ჩემი გადაწყვეტილება. თუმცა მყავს დისშვილი რომელზეც ვგიჟდები, რომელიც ჩემი შვილივით მყავს. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ არ მინანია არასდროს ამ ცხოვრებაში, რომ შვილი არ მყავს”.
