Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

სალონიკი: საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

სალონიკი: საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

სალონიკში, ამბელოკიპზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა მოხუცებული ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სასუნთქ გზებზე შექმნილი პრობლემით გადაიყვანა  საავადმყოფოში.

ხანძარი საცხოვრებელი ბინის სამზარეულოში სამშაბათს, ღამის 09:00 საათზე გაჩნდა. Thestival.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როგორც კი მეზობლებმა კვამლი დაინახეს, მაშინვე დარეკეს სახანძრო-სამაშველო სამსახურში. შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო მანქანა მივიდა. ბინაში მეხანძრეები აივნიდან შევიდნენ და იატაკზე გულწასული მოხუცებული იპოვეს. დაშავებული კვამლშიგახვეული ბინიდან გამოიყვანეს და გადაიყვანეს საავადმყოფოში. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეხანძრეებმა ხანძრის ჩაფრობა სამზარეულოშივე შეძლეს, რაც იმას ნიშნავს რომ სახლის სხვა ოთახები არ დაზიანებულა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *