Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: დაპირისპირება სავაჭრო ჯიხურის თანამშრომელსა და მძარცველს შორის

თესალონიკში დღეს, სამშაბათს დილის საათებში  ერთ-ერთი  სავაჭრო   ჯიხურის თანამშრომელსა და სავარაუდო მძარცველს შორის დაპირისპირება მოხდა.

თავდამსხმელი კონსტანტინოპოლეოს ქუჩაზე მდებარე ჯიხურის თანამშრომელს პნევმატური იარაღით ემუქრებოდა.

სათვალთვალო კამერით  დაფიქსირებულ  კადრებში  კარგად ჩანს, ჯიხურის თანამშრომელი და მისი მეგობარი, რომელიც  იქ იმყოფებოდა, როგორ უწევდნენ წინააღმდეგობას მძარცველს, რომელმაც სალაროდან თანხის მიცემა მოითხოვა.

როგორც  ირკვევა ჯიხურის   თანამშრომელს იარაღი  ნამდვილი  არ ეგონა, ამიტომ თამამად  შეეწინააღმდეგა  დამნაშავეს.

თვითმხილველებმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი დააკავეს.

როგორც გამოძიებიდან გაირკვა, 45 წლის მამაკაცმა ანალოგიურად კიდევ ხუთი ყაჩაღობა ჩაიდინა ანალიფსის მიდამოში, მათგან ოთხი მსგავსი ტიპის  მაღაზიაში, ერთი კი ბენზინგასამართ სადგურზე, საიდანაც როგორც გაირკვა, ასევე იარაღის მუქარით თანამშრომელს 400 ევრო  წაართვა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *