კოსტას სლუკასს მეორე შვილი შეეძინა
კოსტას სლუკასს მეორე შვილი შეეძინა
კოსტას სლუკასს და მარია დარსინუს მეორე შვილი შეეძინათ. რვა ივნისს წყვილს ვაჟი შეეძინათ. მათ შვილებს შორის 3 წელია ასაკობრივი სხვაობა.
სხვა ცნობილი წყვილებისგან განსხვავებით კოსტას და მარიას ჯერ-ჯერობით სოც.მედიაში პოსტი არ გამოუქვეყნებიათ. ბოლო პოსტი მარია დარსინუს პირადი ინსტაგრამ გვერდიდან იყო სთორი, სადაც მისი მეუღლე კოსტას სლუკასი მათ უფროს ქალიშვილს, ვალერიას ასეირნებს.

კოსტას და მარიას 2021 წლის ივნისში სამოქალაქო ქორწინება ჰქონდათ და მალევე შეეძინათ გოგონა ვალერია. 2023 წელს კი ჯვარიც დაიწერეს.
Facebook Comments Box
