Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

მამა იოანეს პირველი განცხადება ქსანთიში მომხდარ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით

მამა იოანეს პირველი განცხადება ქსანთიში მომხდარ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით

protothema.gr 26 წლის ბიჭის ფოტოებს აქვეყნებს, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ბიჭი ქსანთიში, ქანთი-კავალას ძველ ეროვნულ გზატკეცილზე მომხდარი ავტოკატასტროფის შემდეგ მანქანიდან გარდაცვლილი გადმოიყვანეს. 

26 წლის ღიორღო განსაკუთრებით უყვარდა როგორც ავლიდას სანაპიროს მაცხოვრებლებს, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, ასევე ინოფიტაშიც.

გარდაცვლილი ბიჭის მამას, მამა იოანის იკონომიდმა, ხალხს თავი დაამახსოვრა არამხოლოდ მოსახლეობის სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვით, არამედ 2000-იან წლებში წამოიწყო მაცხოვრებლების ბრძოლა მდინარე ასოპის დაბინძურების წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობდა ამ ტერიტორიაზე სამრეწველო მოქმედებებით.

დღეს მამა იოანნე თავის გოლგოთას გადის: “ჯერ-ჯერობით არაფერი ვიცი, ჩემი შვილი იქ მუშაობდა და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სწორედ სამსახურისკენ მიემართებოდა. ვიცი, რომ მასთან ერთად მისი თანამშრომლებიც იყვნენ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად იყვნე წასულები და სამსახურის მიერ დაჯავშნილ სასტუმროში ცხოვრობდნენ ჩემი შვილიც და მისი მეგობრებიც. ბოლოს სამი კვირის წინ ვნახე, როცა სოფელში ჩვენ სანახავად იყო ჩამოსული. შოკირებულები ვართ, რადგან ჩვენი საყვარელი ადამიანები დავკარგეთ. ვცდილობთ დავმშვიდდეთ, თუმცა სიმშვიდის მოპოვება მათ დავიწყებას არ ნიშნავს.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *