Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ვონიცა: დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მძიმედ დაშავდა – შესაძლოა მოხდეს მისი ფეხის ამპუტაცია

ვონიცა: დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მძიმედ დაშავდა – შესაძლოა მოხდეს მისი ფეხის ამპუტაცია

პატრაში, საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული 55 წლის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა.

არსებობს მისი ფეხის ამპუტირების საჭიროების საშიშროებაც. 

agriniopress.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვირას გამთენიისას დაზარალებული ნაგვის ყუთის თავის ადგილზე დაბრუნებას ცდილობდა, როცა მას უკუსვლით მიმავალი მანქანა დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სწორედ შეჯახების გამომწვევი მანქანის მძღოლმა გადაიყვანა დაშავებული საავადმყოფოში.

სამართალდამცავი ორგანოები ეძებენ მანქანის მძღოლს, რადგან დაშავებულის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მას პოლიციისთვის არ მიუმართავს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *