Latest news
საბერძნეთი: 114 არალეგალმა ემიგრანტმა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ქვეყანა დატოვა საბერძეთის პოლიცია კიდევ ერთი ფინანსური თაღლითობის საქმეს იძიებს პოლიციელებსა და მედიკოსებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ამზადებენ ათენის მეტროს გვირაბები 26 წლის შემდეგ პირველად გაიწმინდება  დემოგრაფიული კრიზისი ევროსის რეგიონში სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში
პარასკევი, ნოემბერი 27, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: მძარცველების ასაკმა მრავლისმნახველი პოლიცია გააოცა

დაცვის პოლიციას გაოცებისგან  თვალები გაუფართოვდა, როდესაც ვიდეოთვალთვალის კამერაზე აღბეჭდილი, ფარმაცევტული და საკვები  პროდუქტების   მაღაზია- საწყობის ძარცვაში მონაწილე პირები დააფიქსირეს.

დამნაშავე ორი ბოშა არასრულწლოვანი აღმოჩნდა, უფროსი 13-ის, ხოლო უმცროსი მხოლოდ 6 წლის. მათ თან ჰქონდათ ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღი.

როდოს- კალითეას გამზირზე მდებარე აღნიშნული სავაჭრო კომპანიის მფლობელმა განაცხადა, რომ უცნობი პირები  სატვირთო ავტომანქანით შეიჭრნენ ობიექტის ტერიტორიაზე,   დაარბიეს კომპანიის საწყობი, რის შემდეგაც  კედელზე გაკეთებული ხვრელის საშუალებით ნაძარცვი გაიტანეს.

მძარცველების მოძრაობა მაღაზიის დახურულმა სამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირა.

მასალის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ძარცვის ჩამდენი ორი ბოშა  იყო, რომლებიც დაკითხის შემდეგ,  მათი არასრულწლოვანების გამო გაათავისუფლეს.

პროკურარურაში წარდგენილ საქმის მასალებში ფიგურირებენ დამნაშავეთა მშობლებიც, რომელთაც  შვილებზე არასათანადო  ზედამხედველობაში ედებათ ბრალი.

როდის ვღებავთ კვერცხს წითლად და რატომ

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *