Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

დედაქალაქს კიდევ ერთი სიცხის ტალღა გადაუვლის შაბათ-კვირას – სად აჩვენებს ბარომეტრი 40 გრადუსს

დედაქალაქს კიდევ ერთი სიცხის ტალღა გადაუვლის შაბათ-კვირას – სად აჩვენებს ბარომეტრი 40 გრადუსს

დღეს ტემპერატურა ისევ მოიმატებს და 40 გრადუსამდეც მიაღწევს ქვეყნის უმეტეს ნაწილში.

სინოპტიკოსების პროგონიზზე დაყრდნობით დღეიდან კვირის ჩათვლით მაღალი ტემპერატურას და ჩრდილოეთის ძლიერ (საზაფხულო) ქარებს უნდა ველოდოთ, რომლებიც 5-6 და 7 ბოფორის სიმძლავრითაც კი დაუბერავენ.

თავის მხრივ სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი აფრთხილებს ქვეყნის მოსახლეობას და მოუწოდებს სახანძრო-სამაშელო სამსახურებს მობილიზებისკენ, რადგან მაღალია ხანძრის გაჩენის რისკი ქვეყნის 6 რეგიონში:

  • ატიკა
  • ვიოტია
  • ცენტრალური და სამხრეთ ევია
  • ლაკონია
  • კუნძული ლეზვოსი
  • კუძული ხიოსი

დღეს დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში 4-5 ბოფორი სიმძლავრის ქარები დაუბერავენ, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში კი 7. ტემპერატურა 22-დან 37 გრადუსამდე იმერყევებს თუმცა ათენის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლოა 2-3 გრადუსით ნაკლები აჩვენოს ბარომეტრმა.

იმავე სურათი გვექნება სალონიკშიც, სადაც უღრუბლო ცას და 3-4 ბოფორის სიმძლავრის ქარებს უნდა ველოდოთ, ხოლო ტემპერატურა 21-დან 35 გრადუსამდე იმერყევებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *