Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ვინ დგას ფანის ხალკიას მეუღლის სანაპირო ბარში განთავსებული ბომბის უკან

ვინ დგას ფანის ხალკიას მეუღლის სანაპირო ბარში განთავსებული ბომბის უკან

პარასკევს, გამთენიის 04:00 საათზე ძლიერმა აფეთქებამ შეძრა სტუპას მოსახლეობა. საბედნიეროდ იმ დროისთვის სანაპირო ბარი დაკეტილი იყო და შესაბამისად აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მცირეოდენი მატერიალური ზიანი მაინც გამოიწვია. 

აფეთქების ადგილზე პოლიცია დაუყოვნებლიივ გამოცხადდა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ბომბის ნაწილების ამოღება და ექსპერტიზაზე გადაგზავნა.

თვითმხილველების ჩვენებებზე დაყრდნობით აფეთქებამდე ცოტახნით ადრე დაინახეს მამაკაცი, რომელიც მოტოციკლეტით მიუახლოვდა სანაპირო ბარს, თუმცა დაზუსტებით არ შეუძლიათ თქვან ამ კონკრეტულმა პირმა გამოიწვია თუ არა აფეთქება.

პოლიციამ ჩვენება ჩამოართვა ლუი კარამანოსსა და სხვა სანაპირო ბარის მომსახურე პერსონალს და მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულ პირებს. დაკითხვის მიზანია დადგინდეს აფეთების მიზეზი და იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ბომბი განათავსეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *