შშმ ქალის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებისთვის პოლიციამ 36 წლის კაცი დააკავა
შშმ ქალის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებისთვის პოლიციამ 36 წლის კაცი დააკავა
ნასვამ მდგომარეობაში გადაჭარბებული სიჩქარით, მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვისა და შესაბამისად შშმ პირისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის 21 ივლისს პოლიციამ 36 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.
ბრალდებული პატისიონის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, როცა გზის გადაყვეთას ეტლით შშმ პირი ცდილობდა. 36 წლის კაცი ქალს დაეჯახა და ტრამვირებული შუა ქუჩაში მიატოვა. შეჯახების შედეგად დაზარალებულმა ფეხის არეში მოტეხილობა მიიღო.
წინასწარი გამოძიების შედეგად პოლიციელებმა მალევე მოახერხეს ბრალდებულის იდენტიფიცირება. 36 წლის კაცი დააკავეს და გადაიყვანეს პროკურორთან დაკითხვაზე.
Facebook Comments Box
