ათენი: უცნობმა პირებმა მოლოტოვის კოქტეილებით სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტთან სამი ავტობუსი დაწვეს
წუხელ, გვიან ღამით ათენის გამზირზე, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წინ შეტაკება მოხდა პოლიციის რაზმს და ახალგაზრდების ჯგუფს შორის, რა დროსაც მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებულმა ახალგაზრდების ჯგუფმა იქვე გაჩერებული სამი ტურისტული ავტობუსი დაწვა.
ერთი ავტობუსი მთლიანად დაიწვა, დანარჩენი ორი კი სერიოზულად დაზიანდა.
ინციდენტი დილის 2 საათზე დაიწყო, როდესაც 20-კაციანი ჯგუფი უნივერსიტეტის ჭიშკარიდან გამოვიდა და ტერიტორიაზე მყოფი პოლიციელებისთვის საგნების სროლა დაიწყო.
ახალგაზრდების ნაწილმა მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს და უნივერსიტეტის წინ ავტობუსების გაჩერებები მთლიანად დაამსხვრიეს.
პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ადგილზე მივიდა სამი სახანძრო მანქანა 10 მეხანძრე-მაშველით, რომლებიც ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას ცეცხლმოკიდებულ ავტობუსებში.


