Latest news
ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება ნიკოს მორაიტისი საავტორო უფლებებზე საუბრობს სალონიკი: პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა ტიროდა, რადგან უთხრეს თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო - რას ამბობს 13 წლის კენიელი მოსწავლის დედა მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა
პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

19 წლის ბიჭი საკუთარი დედისა და ძმის თვალწინ დაიღუპა 

19 წლის ბიჭი საკუთარი დედისა და ძმის თვალწინ დაიღუპა 

ორშაბათს ღამით მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ სრულიად საბერძნეთი შეძრა.

პევკოხორში მდებარე ლუნა პარკში გაუმართავმა ატრაქციონმა 19 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბიჭი თავის ძმასთან ერთად იჯდა საბედნიერო ატრაქციონზე. უეცრად სავარძელი, რომელზეც 19 წლის ბიჭი იჯდა გატყდა, ადგილიდან მოწყდა და დაცემისას ბიჭმა სხეულის სერიოზული დაზიანებები მიიღო. 

ამ საზარელ შემთხვევას დაღუპულის ორივე ძმა შეესწრო: “ატრაქციონზე ერთად დავსხედით. სანამ დავიძვრებოდით ზედამხედველმა ადგილები შეგვიცვალა და გვითხრა: “ბოლომდე და ძლიერად აგტყორცნით ჰაერში”.. თავიდან მშვიდად დაიწყო ატრაქციონმა სვლა, შემდეგ ძალიან აჩქარდა. ერთსა და იმავე სავარძელზე ვისხედით მე და ჩემი ძმა და უცბათ ვხედავ რომ სავარძელი ადგილს წყდება.. ვუყურებ ჩემს ძმას და ვეუბნები: “იანნი, სავარძელი წყდება..”, თვალებში შემომხედა თუმცა ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო ისე უეცრად მოწყდა სავარძელი და გაუჩინარდა. მაღალი სიჩქარის გამო ჰაერში ავარდა. ქვემოდან დედაჩემის და ჩვენი ძმის ყვირილი მესმოდა. ნახეს თუ როგორ დაიღუპა ჩემი ძმა.. ზედამხედველი ადგილიდან მიიმალა, მე კი რკინას ვეჭიდებოდი რომ თავი გადამერჩინა. მეც მოვკვდებოდი ალბათ რომ არ მეპოვა ძალა და რომ არ მოვჭიდებოდი მყარად რკინას. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კოშმარს ვხედავ.. ვერ ვიჯერებ რაც მოხდა..” – განაცხადა გარდაცვლილის ძმამ protothema.gr – თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ლუნა პარკის მფლობელი დაკავებულია, ხოლო პოლიცია კონკრეტული ატრაქციონის ზედამხედველს ამ დრომდე ეძებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *