Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთი

ტრიკალა: არასრულწლოვანმა საკუთარ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებით სასწავლო პროცესი ჩაშალა

ტრიკალას მე-6 საშუალო სკოლის 16 წლის მოსწავლე გაკვეთილების  გუნებაზე არ იყო და გამოსავალიც იპოვა, მობილური ტელეფონით დარეკა  სკოლის დირექციაში და  ამტკიცებდა, რომ ბომბები იყო განთავსებული როგორც გიმნაზიის, ასევე მე-6 საშუალო სკოლის შენობაში და აფეთქების სავარაუდო დრო 10 წუთი დაასახელა.

ზარი 26 აპრილს განხორციელდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარად ხუმრობა იყო , პოლიციამ ყოველი შემთხვევისთვის ორი შენობის ევაკუაცია მოახდინა და თავიდან ბოლომდე გაჩხრიკა, რა თქმა უნდა,  რაიმე საეჭვო საგანი ვერ აღმოაჩინეს.

როდესაც გაირკვა, რომ არეულობის მიზეზი ცუდი ხუმრობა იყო, პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რის შედეგადაც არასრულწლოვანი მოსწავლის ვინაობა გამომჟღავნდა, რომელმაც მასწავლებელს მობილური ტელეფონიდან დაურეკა.

16 წლის პრანკერის წინააღმდეგ, ცრუ განგაშისა  და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფუნქციონირების ჩაშლის ფაქტზე, რომელშიც  ირიბად მისი  მშობლებიც არიან ბრალდებულები,  არასრულწლოვანზე მეთვალყურეობის უგულებელყოფის გამო, საქმე აღიძრა და ტრიკალას პროკურორს გადაეცა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *