Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სალონიკი: პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელიც 27 წლის ბიჭს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

სალონიკი: პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელიც 27 წლის ბიჭს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

ხუთშაბათს საღამოს პოლიციამ დააკავა 19 წლის ბიჭი, რომელიც მოტოციკლეტით დაეჯახა 27 წლის ფეხით მოსიარულეს და დაშავებული უმწეო მდგომარეობაში მიატოვა.

დაკავებული ალბანეთის მოქალაქეა და როგორც დადგინდა არ ფლობს მართვის მოწმობას. 

ავტოსაგზაო შემთხვევა კაგადას ქუჩაზე მოხდა საღამოს 20:00 საათზე ქალაქის მერიასთან ახლოს. საბედნიეროდ დაშავებულს ყურადღება გამვლელებმა მიაქციეს და გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც 27 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ახალგაზრდას ფეხისა და თავის არეში აქვს ტრავმები მიყენებული და საჭიროებს ოპერაციას. 

დაშავებულის მამის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ახალგაზრდა ჰოლანდიაში ცხოვრობს და საბერძნეთში 2 დღის წინ დასასვენებლად და ოჯახის წევრების მოსანახულებლად ჩამოვიდა. ხუთშაბათს საღამოს მეგობრების სანახავად გავიდა და სწორედ ამ დროს დაეჯახა მოტოციკლეტი. 27 წლის ბიჭი გზის გადაკვეთას ცდილობდა მაშინ, როცა უპირატესობა ფეხით მოსიარულეებს ჰქონდათ, როცა არსაიდან გამოჩნდა მაღალი სიჩქარით მომავალი მოტოციკლეტი, რომელიც არ გაჩერდა და ახალგაზრდას დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად დაშავებული 10 მეტრის მოშორებით დაეცა.

“ჩემი შვილი საავადმყოფოში მოვიდა გონს. არ ახსოვდა რა მოხდა. თვითმხილველების მიერ მიცემული ჩვენების თანახმად მოტოციკლეტით 2 პირი გადაადგილდებოდა. ავარიის შემდეგ რამდენიმე მეტრში მოტოციკლეტის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და დაეცა, თუმცა ააყენეს მოტოციკლეტი და გზა განაგრძეს.” – განაცხადა დაშავებულის მამამ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *