Latest news
საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება
ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
საბერძნეთი

მარუსი: დახვეწილი გემოვნება აღმოაჩნდა ქართველ დამხმარეს, რომელმაც დამსაქმებელი გაძარცვა

საკმაოდ ძვირადღირებული გემოვნება აღმოაჩნდა ქართველ  დამხმარე ქალს,  რომელმაც სახლი, სადაც ის მუშაობდა, მთლიანად  გაძარცვა.

აღნიშნული პიროვნება  ატარებდა მერსედესს,გადაადგილდებოდა  ლუი ვიტონის ჩანთებით კოლონაკში, ხოლო  საკუთარ სახლში, ათენის ცენტრში,   სადაც თავის  27  წლის თანამზრახველთან ერთად დააკავეს, პატარა “ბუტიკი” ჰქონდა მოწყობილი.

მან მარუსში მდებარე სახლიდან, სადაც  დამხმარედ მუშაობდა,  თავისი დამსაქმებლის კუთვნილი განსაკუთრებით ძვირფასი   ნივთები მოიპარა.

კრისტიან დიორის ცისფერი  ქვებით შემკული სამაჯური, პლატინის ვაჩერონ კონსტანტინის საათი და ბევრი სხვა ძვირადღირებული ნივთი,  სულ საერთო ღირებულებით 90 000 ევრო.

მომხდარი ძარცვიდან ერთი   თვის შემდეგ ის თავის 27 წლის თანამზრახველთან ერთად, მარუსის დაცვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

ქურდობის შემთხვევა ხუთშაბათს, 6 აპრილს მოხდა, მეორე  დღის  დაზარალებული  პოლიციას დაუკავშირდა და შეატყობინა,  რომ მის სახლში უცნობი თავდამსხმელები ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე შევიდნენ.

ასევე  განაცხადა, რომ სახლიდან წაიღეს ყველაზე ძვირფასი ნივთები, თითქოს იცოდნენ, სად ინახებოდა და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მათ გამოსატანად.

თან ჰქონდათ სპეციალური ხელსაწყოც, რომლითაც კედელს ხვრეტავდნენ, რომლის უკან სეიფი იდგა.

მათ იცოდნენ, სად დამალა ქალბატონმა თავისი ძვირადღირებული საათი- პლატინის ვაჩერონ კონსტანტინი, ასევე  ოქროს სამაჯურები, ოქროს ჯვრები, ძვირადღირებული ბეჭდები და სხვა აქსესუარები, დაახლოებით 100-ზე მეტი ძვირფასი ნივთი.

რა თქმა უნდა, ორმა დამნაშავემ ხელუხლებელი არ დატოვა სახლის სეიფში ნაპოვნი ნაღდი ფული, სულ 18 000 ევრო,  რომელიც აიღეს და ჯიბეებში ჩადეს სხვა ნივთების ძებნისას.

ქართველმა დამხმარემ დიასახლისის  სპორტული ფეხსაცმელიც კი წაიღო, რადგან როგორც თანამზრახველს უთხრა,  კრისტიან დიორის სამაჯურს და პლატინის ძვირფას   საათს უხდებოდა.

მათთან ერთად, ვერცხლის კრისტიან დიორის კალამი და ვერცხლის ბეჭედიც შავი ქვებით დაემატა მოპარული ნივთების სიას.

უშიშროების დეპარტამენტის გამოძიებიდან გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნება  წარსულში  პოლიციის მიერ  ასევე შემჩნეული იყო პევკის მიდამოებში, როდესაც   შემდეგში  სავარაუდო ძარცვისთვის  კანდიდატ ობიექტებს არჩევდა.

დაკავებული უშიშროების დეპარტამენტში მიიყვანეს, შემდეგ კი მის სახლში, ათენის ცენტრში ჩხრეკა ჩატარდა, სადაც ფაქტიურად ნაძარცვით სავსე  პატარა  “ბუტიკი” აღმოაჩინეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *