ხანია: სერფერმა ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინა
ხანია: სერფერმა ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინა
გადამწყვეტი როლი ითამაშა სერფერმა ტურისტი გოგონას გადარჩენაში, რომელიც ძლიერი ტალღების გამო ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას.
აღნიშნული შემთხვევა ხანიაში, პლატანიას სანაპიროზე მოხდა.
flashnews.gr-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ მიუახლოვდა სერფერი ტურისტს და მისი დაფა მიაწოდა რომ მოჭიდებოდა და დაფის დახმარებით გასულიყვნენ სანაპიროზე.
ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სერფერებმა ტურისტს ზღვაში შესვლამდე აუხსნეს, რომ სახიფათო იყო ზღვაში შესვლა და ურჩიეს რომ თავი შეეკავებინა ცურვისგან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოლო 4-5 დღის განმავლობაში აღნიშნული ტერიტორიიდან 6 ადამიანის გადარჩენა გახდა საჭირო.
Facebook Comments Box
