Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

პატრაში ბიზნესმენი მღვდელი გახდა, რათა მევალეებისგან თავი დაეღწია

ბიზნესმენმა, რომელიც პატრაში   საკმაოდ შემოსავლიან მაღაზიას ფლობდა, სოლიდური ოდენობის  თანხის ბრუნვით, მოულოდნელად  ბიზნესის დახურვა გადაწყვიტა და გაუჩინარდა.

როგორც ირკვევა, მიზეზი დიდი ოდენობით ვალების გამო მევალეების თვალთახედვიდან გაქრობა იყო, რათა მათი რისხვა თავიდან აეცილებინა.

14 წლის შემდეგ, მის მიერ მოტყუებულმა ადამიანებმა  შეძლეს მისი ამოცნობა  სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულ ვიდეოებში  და აღმოაჩინეს, რომ ყოფილი ბიზნესმენი მღვდელი გახდა, რათა თავი დაეღწია ვალებისთვის.

„გამოჩნდნენ დაზარალებულები  ვინც  ის ამოიცნო,  მან გაანადგურა ოჯახები” – განაცხადა პრესასთან  კრიმინოლოგმა ანთულა ანასოღლუმ.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა ბიზნესმენმა, ახლა უკვე მღვდელმა, ჯამში  1 მილიონი ევროს ოდენობის თანხა მიითვისა.

დაზარალებულებმა  შეძლეს მასთან  შეხვედრა სასაფლაოზე,  როდესაც ის დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა და  როდესაც თანხის  დაბრუნება სთხოვეს, პასუხი იყო,  რომ მოეცადათ და ნელ-ნელა გადაიხდიდა, როცა შეძლებდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *