Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთში ტურიზმი საოცარ მასშტაბებს აღწევს

საბერძნეთი- ქვეყანა რომელშიც ტურისტების ნაკადი თითქმის არასდროს წყდება, წლის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ზაფხულის სეზონზე.

შესაბამისად იზრდება მოთხოვნა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პერსონალზე. კერძოდ კვების, სამზარეულოს, მიმღების,დასუფთავების,დამხმარე სერვისების და ზოგადად ყველა პოზიციაზე.

დამსაქმებლები პირდაპირი მნიშვნელობით იბრძვიან  საჭირო მუშახელის მოსაძიებლად.

წელს, ტურიზმის ინსაიდერების ადრეული შეფასებით პერსონალის ნაკლებობა 75000- მდე გაიზრდება.

რთულია ამ ხარვეზების შევსება. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასები ახლა გაცილებით მაღალია ვიდრე გასულ წლებში, სასტუმროებს კვლავ უჭირთ ვაკანსიების შევსება.

ამიტომ, სამთავრობო გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია ტურიზმის გაერთიანება იმ სექტორებთან,  რომლებსაც შეუძლიათ  დასაქმების მიზნით მოიზიდონ მოქალაქეები  ევროკავშირის გარეთ, მესამე ქვეყნებიდან.

დამსაქმებლებს ექნებათ შესაძლებლობა პერსონალის დაქირავებისა

ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა პაკისტანი, სირია, ეგვიპტე და ავღანეთი.

ცხადია ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად შეამსუბუქებს მდგომარეობას, თუმცა პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ანაზღაურებით და შესაფერისი საცხოვრებელი პირობებით, რადგან ლომის წილი ტურიზმის განვითარებაში სწორედ მათ ეკუთვნით.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *