Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

თაღლითობის ახალი სქემა- მობილური ტელეფონით მარტივმა ოპერაციამ შესაძლოა ჩვენი საბანკო ანგარიშები დააცარიელოს

ამჯერად შესაბამისი უწყებები  კიდევ ერთხელ აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ გამოიჩინონ  სიფრთხილე, რათა თავიდან აირიდონ უსიამოვნო სიურპრიზები.

კერძოდ, საბერძნეთის პოლიცია  თაღლითობის ახალი,  უფრო “დახვეწილი” სქემის  გავრცელების შესახებ იტყობინება.

სქემა ავტომანქანების  საქარე მინებზე  დატოვებულ სტანდარტულ, საგზაო დახმარების გამოძახების  ბარათებს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ ბარათი ნამდვილს გავს, სინამდვილეში შეიძლება საქმე გვქონდეს გაყალბებასთან.

მსგავსი ბარათები ესპანეთშიც გამოჩნდა და ხელისუფლება მოუწოდებს მძღოლებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ბარათზე დატანილი  QR კოდის სკანირებისგან.

თაღლითური სქემა მუშაობს შემდეგნაირად: საეჭვო ასლი აჩვენებს QR კოდს, რომელიც მიბმულია საკრებულოს გადახდის ვებსაიტზე.

თაღლითები იყენებენ QR კოდს,  როგორც საშუალებას  მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე წვდომის მისაღებად.

როდესაც  მოქალაქე სკანირებს QR კოდს, მათ ტელეფონზე ავტომატურად ინსტალირდება ვირუსული აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აძლევს წვდომას მობილური ბანკის აპლიკაციაზეც.

აპლიკაცია ითხოვს სხვადასხვა ნებართვას, როგორიცაა ტელეფონის მიკროფონსა და კამერაზე წვდომა,  ასევე Android Accessibility სერვისზე  ნებართვას და შესვლის სერთიფიკატებს.

თაღლითებს შეუძლიათ აკონტროლონ მსხვერპლის მობილური ბანკის აპლიკაცია და მოიპარონ მათი დანაზოგი.

კიბერ უსაფრთხოების  სპეციალისტების რეკომენდაციით  QR კოდის გამოყენებისას უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად  და  ყურადღება მივაქციოთ თუ როგორ ვახდენთ  სკანირებას.

ასევე უნდა ვიფრთხილოთ  იმ მაღაზიებში, რომლებიც იყენებენ QR-ს, რადგან შესაძლებელია რომ ვიღაცას ზემოდან დადებული ჰქონდეს ყალბი QR კოდის სტიკერი და  სინამდვილეში ის მაღაზიას არ ეკუთვნოდეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *