Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტა: საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც 36 წლის ქალს მანქანით დაეჯახა, ექვსჯერ იყო დაკავებული 1 წლის განმავლობაში

კრეტა: საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც 36 წლის ქალს მანქანით დაეჯახა, ექვსჯერ იყო დაკავებული 1 წლის განმავლობაში

შოკი, მწუხრი და სიბრაზე გამოიწვია 36 წლის რანია ბურნელის საქმემ, რომელსაც 33 წლის საფრანგეთის მოქალაქე ავტომანქანით დაეჯახა. 36 წლის რანია შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ოთხშაბათს ირაკლიოში, კერძოდ ანოპოლიში მოხდა.

cretapost.gr-ის მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად 36 წლის ქალი საავადმყოფოდან ბრუნდებოდა დიალიზის გეგმიური გაკეთების შემდეგ, როცა 33 წლის კაცი მას დაეჯახა. შეჯახების შედეგად ქალი სასიკვდილოდ დაშავდა.

გარდაცვლილი ანოპოლიში ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სხვადასხვა სასტუმროებში მზარეულად მუშაობდა. ბოლო პერიოდში მას მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, როგორიც არის სწორი ნაწლავის კიბო.

გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია რატომ გადაწყვიტა 33 წლის საფრანგეთის მოქალაქემ ქალის მოკვლა. სხვადასხვა წყაროები ამბობენ, რომ 33 წლის კაცმა რანია ბურნელი იმ ადამიანს მიამსგავსა, რომელმაც ბავშვობაში მასზე სექსუალურად იძალადა, არსებობს ასევე ვარაუდიც, რომ 33 წლის კაცმა იფიქრა, რომ რანიასთან მისი პარტნიორი ღალატობდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *