Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები სადღესასწაულო განრიგით მუშაობენ

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები სადღესასწაულო განრიგით მუშაობენ

ცივი და სუსხიანი დეკემბრის თვე უფრო და უფრო გვაახლოვებს ყველასთვის საყვარელ დღესასწაულთან, შობასთან და ახალი წლის მოსვლასთან. გამომდინარე აქედან ათენის სავაჭრო ასოციაციამ სადღესასწაულო სამუშაო განრიგი გამოაქვეყნა.

სადღესასწაულო განრიგი მოქმედებაში 12 დეკემბრიდან შევიდა და ძალაში იქნება წლის ბოლომდე.

უფრო კონკრეტულად კი სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იმუშავებენ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, ხოლო კვირა დღეებში კი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე. გამონაკლისი იქნება 25 და 26 დეკემბერი, რაც საყოველთაო დასვენების დღეებად ითვლება.

შეგახსენებთ რომ საშობაოდ 15, 22 და 29 დეკემბერს, კვირა დღეებში ჩვეულ რეჟიმში იქნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ღია 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *