Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ბრუტუსის ოქროს მონეტის ისტორია და კავშირი საბერძნეთთან

არსებობს ისეთი იშვიათი მონეტები, რომლებსაც ლეგენდარული, სიმბოლური ადგილი უკავიათ ისტორიაში და მათი ფლობა ნებისმიერი მუზეუმის თუ კერძო კოლექციონერის  ოცნებაა.

სწორედ ასეთი მითიური ადგილი უკავია ნუმიზმატიკაში ბრუტუსის მიერ დაახლოებით ორი ათასი წლის წინ მოჭრილ ამ ოქროს მონეტას.

მონეტის წინა მხარეს გამოსახულია მარკუს ბრუტუსი, იმ 60-მდე შეთქმული რომაელი სენატორის ერთ- ერთი ლიდერი, რომელთაც  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 44 წელს მოკლეს იულიუს კეისარი.

მონეტის უკანა მხარეს კი გამოსახულია ორი ხანჯალი, ქუდი, როგორსაც გათავისუფლებულ მონებს აძლევდნენ რომში და წარწერა EID MAR.

ეს წარწერა პირდაპირი მინიშნებაა მარტის იდეებზე, 15 მარტზე, იმ დღეზე, როცა შეთქმულებმა მოკლეს მოკლეს ტირანად და დიქტატორად აღიარებული  იულიუს კეისარი  და რომს, მათ წარმოდგენაში მონობისგან თავისუფლება მოუტანეს.

მონეტის გაყიდვის პირველი მცდელობა როგორც ირკვევა, 2015 წლის იანვარში, ნიუ-იორკში, Waldorf- Astoria Hotel- ში, საერთაშორისო ფულადი გამოფენის დროს განხორციელდა.

ბრიტანული აუქციონის სახლის ხელმძღვანელმა სავარაუდოდ პოტენციურ მყიდველს და მოგვიანებით მამხილებელს აჩვენა  იშვიათი რომაული მონეტის ფოტო, რომელიც მის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და ორაზროვნად განაცხადა, რომ  მონეტა ” ძველი შვეიცარიული კოლექციიდან” იყო.

ამერიკელი აგენტის თქმით, რომელიც საქმეს იძიებდა, შვეიცარიაზე ეს მინიშნება შემთხვევითი არ ყოფილა. იგი ითვლება ” კოდად” რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სიძველეების საეჭვო ტრანზაქციებში.

შემდგომში მონეტა გამოჩნდა აშშ- ში აღმოჩენილ  29 სიძველეს შორის და გადაეცა კულტურის სამინისტროს, საბერძნეთში დასაბრუნებლად, მანჰეტენის ოლქის პროკურატურის და ნიუ-იორკის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად.

როგორც ნუმიზმატიკური მუზეუმის დირექტორი განმარტავს, საბერძნეთმა მოითხოვა მისი რეპატრიაცია იმ არგუმენტით, რომ მონეტა მოჭრილი იყო  ბერძნულ მიწაზე, ზარაფხანაში რომელიც ბრუტუსმა დააარსა.

ოქრო აღწერილია როგორც ” ნუმიზმატიკის წმინდა გრაალი”, მისი უკიდურესი იშვიათობის გამო, რადგან ამ ნომინალის მხოლოდ სამი ოქროს მონეტაა შემორჩენილი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *