ვრცელდება პატრა-პირღოსის ეროვნულ გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემზარავი კადრები
ვრცელდება პატრა-პირღოსის ეროვნულ გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემზარავი კადრები
ოთხშაბათს საღამოს პირღოსი-პატრას ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალმა ახალგაზრდამ, რომელიც შავ BMW-ს მარკის ავტომანქანას მართავდა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა და მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა.
ახალგაზრდა ჯერ ავტობუსს, ხოლო შემდეგ გზის დამცავ ჯებირებს შეეჯახა და მძიმედ დაშავდა.
დაშავებულისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად სისხლის დონაციაა საჭირო.
სწორედ ამიტომ მისი ოჯახის წევრები მიმართავენ სრულიად საბერძნეთის მოსახლეობას ჩააბარონ სისხლი ნებისმიერ სამედიცინო ცენტრში და მიმღებში მიუთითონ: პაპახრისტოპოულოს გიორგოს ილიას ძე.
იხილეთ კადრები ავტოსაგზაო შემთხვევის დღიდან:




Facebook Comments Box
