ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 3 წლის ბავშვი, რომელსაც საბავშვო მოედანზე თამაშისას ავტომანქანა დაეჯახა
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 3 წლის ბავშვი, რომელსაც საბავშვო მოედანზე თამაშისას ავტომანქანა დაეჯახა
ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული 3 წლის ბავშვი, რომელსაც შაბათს ხარავღისში, ბავშვთა გასართობ მოედანთან ახლოს ავტომანქანა დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლარისაში ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.
პატარა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და ექიმების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებულს პერიოდულად უტარდება საჭირო გამოკვლევები რათა დროულად მოხდეს ყველა ჯანმრთელობის პრობლემის აღმოფხვრა.
სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებისა და გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box
