პარტია სირიზა-ს მდივანი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უნივერსიტეტის პროფესორი და პარტია სირიზას-ს მდივანი ალმიროსში, ხრისტოს ტრიკალინოსი საკუთარ კაბინეტში გულის შეტევით გარდაცვლილი იპოვეს, გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალება ორშაბათს ღამით მოხდა.
ახლობლები მას სამი დღე ეძებდნენ, თუმცა ვერ იპოვეს და მისი სახლის კარი შეამტვრიეს სადაც კაბინეტში, სავარძელში მჯდომი, გარდაცვლილი აღმოაჩინეს .
ხრისტოს ტრიკალინოსი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, დაიბადა 1946 წელს ვოლოსში და ცხოვრობდა ალმიროსში, მაგნეზიაში. სწავლობდა ფიზიკას მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოამზადა სადოქტორო დისერტაცია.
1981 წლიდან 2013 წლამდე კითხულობდა ლექციებს ათენის უნივერსიტეტში- 1981-2006 წლებში ფიზიკის კათედრაზე, ხოლო 2006-2013 წლებში მეთოდოლოგიისა და მეცნიერებათა ისტორიის კათედრაზე.
მან გაიარა ყველა აკადემიური წოდება, კურატორიდან პროფესორამდე.
მან გამოაქვეყნა მრავალი სამეცნიერო სტატია საერთაშორისო და ბერძნულ ჟურნალებში, დაწერილი აქვს წიგნი “მოლეკულური ფიზიკა – თერმოდინამიკა” და პავლოს იოანუსთან ერთად წიგნები “ფიზიკის სავარჯიშოები – მექანიკა” და “ფიზიკის სავარჯიშოები – ელექტრომაგნეტიზმი”.
მან ასევე მონაწილეობა მიიღო ზოგადი განათლების ფიზიკის 1-ლი და მე-2 საშუალო სკოლის საგანმანათლებლო პაკეტის შედგენაში.
პენსიაზე გავიდა 2013 წელს, ხოლო 2014 წლიდან ემერიტუსის პროფესორის წოდებას ინარჩუნებდა.
