Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

მარკოპულო: პროფესიულ უმაღლეს სკოლაში მოსწავლემ მასწავლებელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

არეულობა მოხდა გუშინ პარასკევს მარკოპულოს  პროფესიულ უმაღლეს სკოლაში, სადაც დააკავეს 17 წლის მოსწავლე, რომელმაც  ყოველგვარი წინაპირობის გარეშე პნევმატური  იარაღიდან ესროლა თავის მასწავლებელს.

როგორც პრესა იტყობინება, ყველაფერი პარასკევს დილის 8:45 საათზე დაიწყო მარკოპულო ოროპოს პროფესიულ სასწავლებელში, სადაც სკოლის ეზოში პირველი შესვენების დროს 17 წლის მოზარდმა   პისტოლეტიდან  36 წლის მასწავლებლის მიმართულებით ისროლა, რის შედეგადაც  პლასტმასის ტყვიამ    მასწავლებელს მარცხენა ფეხი მსუბუქად  დაუზიანა.

საუბარი იყო მოსწავლის  საშუალო სკოლიდან  გარიცხვის თაობაზე, თუმცა მასწავლებლების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ის სკოლაში დატოვეს, ხოლო  დაშავებულმა   პოლიციის განყოფილებაში,  გააკეთა განცხადება მომხდარის შესახებ.

მოსწავლეს სკოლის დირექციამ პნევმატური პისტოლეტი ჩამოართვა და  პოლიციის განყოფილებას გადასცა, რაც შეეხება დაშავებულ მასწავლებელს, მან არ ისურვა სამედიცინო ექსპერტიზის  გავლა.

17 წლის მოსწავლე მის  წინააღმდეგ აღძრული საქმით დღეს ათენის არასრულწლოვანთა პროკურატურაში გადაიყვანეს .

აღნიშნულია, რომ მისი მშობლები არასრულწლოვანის  ზედამხედველობის უგულებელყოფის ბრალდებით დააკავეს, რომლებიც  შემდეგ სისხლის სამართლის პროკურატურის ზეპირი ბრძანებით გაათავისუფლეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *