ათენის ცენტრი საპროტესტო მსვლელობის გამო გადაკეტილია
ათენის ცენტრი საპროტესტო მსვლელობის გამო გადაკეტილია
ათენის ცენტრი დილიდან გადაკეტილია საპროტესტო მსვლელობის გამო, რომელიც საჯარო მოხელეთა 24 საათიანი გაფიცვის ფარგლებში დაიგეგმა.
დაკეტილია მეტროსადგურები სინდაგმა და პანეპისტიმიო.
მეტრო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე თუმცა სინდაგმისა და პანეპისტიმიოს მეტროსადგურებს მატარებლები გაუჩერებლად გაივლიან, ხოლო ავტობუსები 09:00 საათიდან 21:00 საათამდე იმოძრავებენ.
გაფიცვის გადაწყვეტილება საჯარო მოხელეთა აღმასრულებელმა საბჭომ 17 მარტის სხდომაზე მიიღო.
გაფიცვის მთავარი მოთხოვნა მე-13 და მე-14 ხელფასების დაბრუნებაა საჯარო მოხელეებისთვის და ხელფასების ლოგიკური მატება.
გაფიცვას შეუერთდება საბერძნეთის საზღვაო ფედერაციაც, შესაბამისად ამ დღეს გემები პორტებში უძრავ მდგომარეობაში დარჩებიან 24 საათით.
კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა კლავთმონოს მოედნიდან 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო საჯარო მოხელეთა მსვლელობა კი სინდაგმის მოედნიდან 10:30 საათზე.
